ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სისხლის ჩაბარების დღე

ღონისძიებები

25 იანვარს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს პროექტის ,,უფროსი მეგობრის“  ფარგლებში  საქართველოს წითელი ჯვრისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში არსებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  მოეწყობა  “სისხლის ჩაბარების დღე”.

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თვეში 21 ლიტრამდე სისხლის გადასხმა სჭირდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სისხლის მოპოვება, აღნიშნული აქცია  დაეხმარება  წითელ ჯვარს დონორების მოძიებაში.

სისხლის ჩასაბარებელი პუნქტები გახსნილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის #32) 10:00–19:00 საათამდე. პროცედურა არის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და მას განახორციელებს იაშვილის ბავშვთა კლინიკა.

თითოეულმა დონორმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 დონორი უნდა იყოს სრულწლოვანი:
 სისხლის ჩაბარებამდე 2 დღით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლური სასმელი;
 ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ტატუირება და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა;
 არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ბოტკინი, არ უნდა იღებდეს მედიკამენტებს სისტემატურად;
 არ უნდა აწუხებდეს დაბალი წნევა;
 დონორის მინიმალური წონა უნდა იყოს 50 კგ, მაქსიმალური ასაკი 56 წელი.

თითოეული დონორის სისხლი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და სისხლში არსებული რაიმე ცვლილების შემთხვევაში იაშვილის კლინიკა პირადად შეატყობინებს მათ. ინფორმაცია არის კონფიდენციალური!
ყველას, ვინც 25 იანვარს გახდება  სისხლის  დონორი,  კინოთეატრი რუსთაველი გადასცემს კინოთეატრის ბილეთს!

“სისხლის ჩაბარების დღის” მხარდამჭერები არიან: საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს წითელი ჯვარი, იაშვილის ბავშვთა კლინიკა, კინოთეატრი "რუსთაველი", ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.

ბანერები