ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სიმპოზიუმი ''Visions in Exchange – transformation processes in Georgia and Germany'

ღონისძიებები

23 მაისს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტუტუტში გაიმართება სიმპოზიუმი (შეხვედრა) სახელწოდებით ''Visions in Exchange – transformation processes in Georgia and Germany''.

2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა ბრაუშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტი  (TU Braunschweig),  მდგრადი ურბანიზმის ინსტიტუტთან (Institute of Sustainable Urbanism) ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს „Future Revisited!“. პროექტის მიზანია, ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა შეისწავლონ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საცხოვრებელი დასახლებები, მათი ისტორია, განვითარების ეტაპები და თავისებურებები. შემდეგ კი შექმნან მომავალის განვითარების კონცეპტუალური პროექტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება შეხვედრა, რომელზეც ბრაუნშვაიგის ტექნიკურის უნივერსიტეტის ლექტორები დიანა ფელბერი და ალკისტის თომიდიუსი ისაუბრებენ თავიანთ ამჟამინდელ კვლევით  საქმიანობაზე. მაგისტრანტები კი წარადგენენ სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც ეხება საბურთალოს რაიონს.  სტუდენტები ასევე წარადგენენ მათ მიერ თბილისში არსებულ საცხოვრებელ დასახლებებსა და საბჭოთა ეპოქის შენობებზე მოძიებულ მასალას.  შეხვედრის პირველი ნაწილის ბოლოს კი  თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ჯგუფი ისაუბრებს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილში განხილული იქნება არსებული საცხოვრებელი დასახლების მოდერნიზაციის პრობლემები. აგრეთვე საბჭოთა დროის მნიშვნელოვანი ნაგებობების დაცვისა და შენარჩუნების საკითხები/პრობლემები.

დრო: 23 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის N16)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები