ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სიმონ ჯანაშიას საჯარო ლექცია: განათლების სისტემის პრივატიზაცია პრობლემები და პერსპექტივები

ღონისძიებები

25 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, განათლების საკითხების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „განათლების სისტემის პრივატიზაცია. პრობლემები და პერსპექტივები“.

სახელმწიფოს მრავალი მარცხის საპასუხოდ, მოაგვაროს განათლების სისტემის პრობლემები, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი განათლების დაწესებულებების განსახელმწიფოებრიობაში ეძებს გამოსავალს. მათი აზრით, კერძო განათლების სისტემა უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს, განვითარების პერსპექტივასა და თავისუფლების მეტ ხარისხს გვპირდება. რა ვიცით განკერძოების იდეის განხორციელების შესახებ მსოფლიოსა და საქართველოში? რა პრობლემები და პერსპექტივები შეიძლება დავინახოთ ამ მოძრაობის უკან?

დრო: 25 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები