ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„სიკვდილის ახსნა“ - თაკო ფოლადაშვილის რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ თაკო ფოლადაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე. რომანი - სახელწოდებით, „სიკვდილის ახსნა“ - ავტორის სადებიუტო წიგნია, რომელშიც მკაფიოდ იგრძნობა მისი ხელწერა, რაც უცხო არ უნდა იყოს მათთვის, ვინც დებიუტანტი მწერლის მცირე მოთხრობებს იცნობს.

თაკო ფოლადაშვილი ამჯერადაც ჟანრული ლიტერატურის ავტორად გვევლინება და გვთავაზობს მაგიურობითა და მისტიკით სავსე თანამედროვე დისტოპიას, რომელშიც თითოეული პერსონაჟი ერთდროულად დამნაშავეცაა და მსხვერპლიც, კეთილიც და ბოროტიც. წაშლილია საზღვარი შესაძლებელს და შეუძლებელს, სწორს და არასწორს შორის. რომანში სიუჟეტური დრო რამდენჯერმე სცდება თემატურ დროს, რაც ქმნის ილუზიას, რომ სიუჟეტი ამბავზე მეტად ემოციურ ქრონოლოგიას მისდევს.

რომანს მისი ავტორი თაკო ფოლადაშვილი და გამომცემლობის წარმომადგენელი, ნინია მაჭარაშვილი წარადგენენ.

დრო: 8 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები