ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვილები მშობლებისათვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

ღონისძიებები

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება „შვილები მშობლებისათვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული. ამ თვეში მთელი მსოფლიო სხვადასხვა აქტივობით ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსტეტები, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები, სამთავრობო დაწესებულებები „ვარდისფერი აქციებით“ გამოხატავენ მხარდაჭერას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

განრიგი
13:00-13:10 - მისალმება, აქციის - "მშობლები შვილებისთვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ" - არსის გაცნობა; ეროვნული სკრინინგ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ლიკა ენუქიძე
13:10-13:30 - ლექცია ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ; მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი, ეკატერინე შველიძე  
13:30-13:40 - ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალბატონი - საკუთარი გამოცდილება ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში
13:40-14:00 სტუდენტები მათივე შექმნილი სლოგანებით მოუწოდებენ მშობლებს, ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები (ვიდეომიმართვების ჩაწერა სურვილისამებრ)

ვარდისფერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფერია, ამიტომ სტუდენტებს მოგმართავთ თხოვნით, ჩაიცვათ ვარდისფერი სამოსი ან ჩაცმულობას შეჰმატოთ ვარდისფერი დეტალი.

დრო: 27 ოქტომბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები