ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვეიცარული კუთხის გახსნა ილიაუნიში

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრში (Österreich-Bibliothek) შვეიცარული კუთხის გახსნას. პროექტის ინიციატორები არიან ავსტრიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროები და შვეიცარიის კულტურის სახელმწიფო ფონდი Pro Helvetia.  შვეიცარიის ელჩის მოადგილე ბატონი ფლორიან გაბლერი უნივერსიტეტს გადასცემს ფონდის საჩუქარს, თანამედროვე გერმანულენოვანი შვეიცარელი ავტორების წიგნებს და ისაუბრებს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ბანერები