ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვეიცარიული ანსამბლი Difemcias - სტუმრად საქართველოში

ღონისძიებები

საქართველოს ესტუმრა შვეიცარიული ანსამბლი Diferncias, რომელიც ერთი კვირისგანმავლობაში კონცერტებსა და ვორქშოფებს თბილისსა და თელავში გამართავს. ანსამბლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის პროფესორის, რევაზ კიკნაძის მოწვევით ჩამოვიდა. მის რეპერტუარში ძველი და ახალი ქართული და შვეიცარიული მუსიკა შედის. 

კონცერტები და ვორქშოფები გაიმართება შემდეგი განრიგით:

ორშაბათი, 30 მაისი, 15.00 სთ.
ვორქშოპი ზ. ფალიაშვილის სახელობის №1 ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში ("ნიჭიერთა ათწლედში").

სამშაბათი, 31 მაისი, 18.00 სთ.
კონცერტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დარბაზში.

ხუთშაბათი, 2 ივნისი, 17.00 სთ.
კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში.

პარასკევი, 3 ივნისი, 18.00 სთ.
კონცერტი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში.

ბანერები