ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვეიცარიელ მწერლებთან შეხვედრა „ლიგამუსში“

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ თანამედროვე შვეიცარიელ მწერლებს უმასპინძლებს. ანეტე ლორი და ბარბარა შიბლი, რომლებიც ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში, წაიკითხავენ ნაწყვეტებს თავიანთი რომანებიდან და ისაუბრებენ ერთმანეთის შემოქმედებასა და თანამედროვე შვეიცარიული ლიტერატურის აქტუალურ ტენდენციებზე, მათ შორის, ქალის თემაზე.

ღონისძიება ეწყობა ილიაუნიში მიმდინარე ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“.

სამუშაო ენა: გერმანული

დრო: 13 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები