ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა

ღონისძიებები

24 მაისს, 13.00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში (ბოტანიკურის N. 1.) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის, შუა საუკუნეების კვლევების, პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ისტორიკოსი კარლო გინზბურგი, რომლის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

სამაგისტრო პროგრამა შუა საუკუნეების კვლევები მოიცავს  ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული შუა საუკუნეების ისტორიას, ფილოსოფიას, თეოლოგიას, ამ ეპოქის ლიტერატურის, ენისა და ხელოვნების ისტორიას.  სტუდენტები შეისწავლიან  და გამოიკვლევენ შუა საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო, რეგიონალურ და ნაციონალურ კონტექსტში.

უკანასკნელ ხანს შუა საუკუნეების ინტერდისციპლინურ შესწავლას დასავლური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. იქმნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს შუა საუკუნეების სპეციალისტებად ჩამოაყალიბებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ ახალ ტენდენციას უპასუხებს და მოამზადებს აკადემიური კარიერის მსურველ ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს, ენათმეცნიერებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევრებს.

ბანერები