ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

6-7 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ძირითადი სხდომა გაიმართება 6 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, შემაჯამებელი სხდომა ჩატარდება ილიაუნის ყაზბეგის ბაზაზე  7 ივლისს, 15 საათზე.

კონფერენციის დღის წესრიგი:

  • გიორგი მენაფირეწმ. ნინოს და გრიგოლგანმანათლებლის შესახებ არსებული განსხვავებული ნარატივები და მათი ინტერპრეტაციები ქართულ ისტორიოგრაფიაში
  • დავით ჩიქოვანიწესი იოვანეს მცნებისა V საუკუნის ქართლის ეკლესიაში
  • ნიკა ხოფერიალაზიკის ომი: ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები
  • თინათინ ნერგაძე ქალთა ცხოვრების რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართველოში (IV-XI სს.)
  • ნიკოლოზ შონიამიწისძვრები შუა საუკუნეებში და 1088 წლის მიწისძვრა საქართველოში
  • ნინო ბლიაძე ნაქარგობა შუა საუკუნეების საქართველოში
  • ინდირა კოჩალიძეგიორგი ბრწყინვალის პიროვნება
  • ზურაბ წურწუმიასახელმწიფოს გაგება დავითის ისტორიკოსთან
  • კონსტანტინე ბარამიაქართული სამონასტრო კვების საკითხები XI-XIII საუკუნეებში
  • ნატო ნანიაშვილიუცხოსთან შეხვედრა, ანუ მონღოლების გამოჩენა საქართველოში
  • გიორგი მეჭურჭლიშვილიეთნონიმ „ქართველის“ მნიშვნელობა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში

დრო: 6 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები