ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

​შტეფან მაისტერის საჯარო ლექცია: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, დოქტორი შტეფან მაისტერი წაიკითხავს ლექციას თემაზე: Contested Leadership – How Russia fails to integrate post-Soviet countries.

რუსეთის ხელისუფლება თანმიმდევრულად ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს „ახლო სამეზობლო“. მოსკოვის პერსპექტივიდან ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას მხოლოდ შეზღუდული სუვერენიტეტი აქვს. თუმცა რუსეთის ეკონომიკური ძალის შესუსტებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მმართველი ელიტის მხრიდან დამოუკიდებლობის გამყარების მცდელობის შედეგად წარმოიქმნება დავის სხვადასხვა სტრატეგია. მათი წარმატება დამოკიდებულია ქვეყნების რესურსებზე, გარე მოთამაშეებთან მათ გეოგრაფიულ სიახლოვესა და მათი ხელისუფლების მოლაპარაკების უნარზე. რაც უფრო ცდილობს რუსეთი პოსტსაბჭოთა მეზობლების დომინირებას, მით უფრო შორდებიან მას ეს ქვეყნები.

მომხსენებლის შესახებ 

შტეფან მაისტერი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელია 2019 წლის ივლისიდან. 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე დოქტორი მაისტერი იყო საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს (DGAP) რობერტ ბოშის ცენტრის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი. მანამდე ამავე საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამის უფროსად მუშაობდა, ასევე პოლიტიკის უფროს მკვლევრად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების ევროპის გაფართოების გუნდში (Wider Europe). 2015-16 წლებში მაისტერი  მიწვეული მკვლევარი იყო ვაშინგტონში, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში, სადაც რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე წერდა. რამდენჯერმე მუშაობდა OSCE-ის არჩევნების დამკვირვებლად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაისტერი იენაში, ლაიფციგსა და ნიჟნი ნოვგოროდში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი იენის უნივერსიტეტში რუსეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე. შტეფან მაისტერის კვლევითი ინტერესებია რუსეთის საშინაო, საგარეო, თავდაცვითი და ენერგო პოლიტიკა; ევროკავშირი-რუსეთისა და გერმანია-რუსეთის ურთიერთობები; აღმოსავლეთ პარტნიორობა და პოსტსაბჭოთა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები. შტეფან მაისტერი თანაავტორია ბრუკინგსის პრესის მიერ გამოცემული წიგნებისა – „აღმოსავლეთის შეკითხვა“ (2016), „აღმოსავლეთის ხმები“ (2017) და „რუსეთის ფაილი“ (2018). 2019 წელს იყო თანაავტორი წიგნისა „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება. ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“.


სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები