ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“

ღონისძიებები

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში.

27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“.

მომხსენებელი

ნინო აივაზიშვილი-გენე, ლექტორი, ბოხუმის უნივერსიტეტი, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა, უმცირესობები, საზღვრის ანთროპოლოგია, კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო)

დრო: 27 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე.

ბანერები