ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ღონისძიებები

12 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის გავრცელების პრევენცია.

მსმენელს საშუალება ექნება, დაესწროს  საინფორმაციო სესიას აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა (B და C ტიპის) და სიფილისის პრევენციის გამოვლენის მექანიზმებისა და მათთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლის შესახებ.

საინფორმაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ყველა მსურველს შეუძლია  გაიაროს ნებაყოფლობითი, ანონიმური უფასო კომბინირებული ტესტირება, რომელიც მოიცავს სკრინინგს  შემდეგ ოთხ ინფექციაზე: აივ, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და სიფილისი.

მსოფლიოში მოქმედი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაცია AIDS Healthcare Foundation (AHF) 49 ქვეყნის 2 მილიონზე მეტ ადამიანს სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აივ/შიდსის, სგგი-ის პრევენცია და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების გავრცელების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ორგანიზაციის Facebook- გვერდს: AHF Georgia.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 12 ივნისი, 16:00 საათ

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები