ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბილიარდში

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (სახეობა „პული“ (8)).

ჩემპიონატი ჩატარდება საბილიარდო კლუბში „რიო“. კენჭისყრა გაიმართება 23 დეკემბერს, შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის იანვარში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა 20 დეკემბრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: (+995 32) 222 00 09 (270)/(+995 514) 77 89 89
ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge

 

ბანერები