ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრების სერია ილიაუნის ალუმნი ჯგუფთან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის კურსდამთავრებულებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები გამართონ უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრები ხელს შეუწყობს დისკუსიებს დოქტორანტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქნება ეს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პროცესი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ურთიერთობები სამეცნიერო ხელმძღვანელთან, კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და სხვ.


განრიგი

Alumni Talks: შეხვედრა გიორგი გვალიასთან

მომხსენებელი: გიორგი გვალია, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი

დრო6 მაისი, 17:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3Fg5SP0

2022 წელი


ბანერები