


შეხვედრების ახალი სერია "თეოლოგიური საუბრები" - დოქტორ ჩავკატ მუკარის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
შეხვედრების ახალი სერია "თეოლოგიური საუბრები"
12 თებერვალს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში დოქტორ ჩავკატ მუკარის საჯარო ლექცია - "დიალოგი ქრისტიანობასა და ისლამს შორის"
ჩავკატ მუკარი რელიგიის ცნობილი მკვლევარია. ის დაიბადა ალეპოში (სირია) და გაიზარდა ქრისტიანულ ოჯახში. ოცი წლის განმავლობაში პარიზში ცხოვრობდა, ხოლო 1994 წელს გადავიდა ინგლისში, სადაც აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა. ჩავკატ მუკარიმ დოქტორის ხარისხი ისლამური კვლევების სფეროში პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი წიგნისა, მათ შორის: „წინასწარმეტყველი და მესია. არაბი ქრისტიანის პერსპექტივა ისლამისა და ქრისტიანობისშესახებ“ (2001); „რწმენიდან რწმენამდე. ქრისტიანობა და ისლამი დიალოგის პროცესში“ (2001).
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი)
დრო: 12 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი