ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპთან Pulsar Ai

ღონისძიებები

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანიასთან Pulsar Ai.

ტექნოლოგიების განვითარება ადამიანების ცხოვრებას ყოველდღიურად ამარტივებს. იქმნება ახალი ელექტროძრავიანი მანქანები, 3D პრინტერები, რომლებიც ადამიანის ორგანოებს ბეჭდავენ, ჭკვიანი სახლები, რომელთა მართვაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია.

ხელოვნური ინტელექტი ის მიმართულებაა, რომელიც ინდუსტრიის ბევრის სფეროს  ძირფესვიანად შეცვლას გეგმავს. სწორედ ამიტომ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ''Inspire Me'' შეხვედრაზე, რომელზეც სტუმრად გვეყოლება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპი Pulsar Ai.

ჩვენს ინტერაქციულ შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პრაქტიკული და ამომწურავი პასუხი მიიღოთ.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 

დრო: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები