ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა უკრაინელ პოეტთან და მთარგმნელთან, ნატალია ტროჰიმთან

ღონისძიებები

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა უკრაინელ პოეტთან და მთარგმნელთან, ნატალია ტროჰიმთან.

ნატალია ტროჰიმი, დიდი ხანია, დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან და პოეზიასთან. წლების განმავლობაში ის უკრაინაში ხელმძღვანელობდა პოეზიის ფესტივალებს, რომლებშიც ქართველი პოეტებიც მონაწილეობდნენ. 2014 წელს ნატალია ტროჰიმი იმყოფებოდა საქართველოში - კერძოდ, ბათუმში, საერთაშორისო მთარგმნელობით მასტერკლასზე, სადაც პოეტებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თარგმნეს ერთმანეთის პოეზია; პროექტის ფარგლებში, გამოიცა სამენოვანი კრებული: "ჰორიზონტს იქით". გასულ წელს ნატალია ტროჰიმმა თარგმნა და უკრაინაში გამოსცა პოეტ პაკო (ამირან) სვიმონიშვილის პოეტური კრებული „ირმის ნახტომი".

მიმდინარე წლის 22-25 ოქტომბერს, უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვში, გაიმართა პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქართველი პოეტებიც მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა ნატალია ტროჰიმი საქართველოში და ფესტივალში მონაწილე ავტორების ორენოვანი კრებული - „LYTAVRY“ ჩამოიტანა. კრებულში შესულია ქართველი პოეტების - ნატო ინგოროყვასა და ცირა ბარბაქაძის - ლექსების ნატალია ტროჰიმის მიერ შესრულებული თარგმანები.

შეხვედრის ფარგლებში, ნატალია ტროჰიმი უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და წაიკითხავს როგორც თარგმანებს, ასევე საკუთარ ლექსებსაც, რომლებიც თარგმნილია ქართულ ენაზე.

დრო: 3 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები