ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა თემაზე: „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“

ღონისძიებები

26-28 ივნისს, 12:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“.

საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგ ქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი. ღონისძიების მასალები გამოქვეყნდება ვებ გვერდზე. მონაწილეობა შესაძლებელია  ზეპირი და წერილობითი მოხსენებით ან სხვადასხვა თემატურ დისკუსიებში მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საშუამავლო ღონისძიების ვებგვერდს: http://horizon2020.iliauni.edu.ge/


დრო: 26-28 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები