ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან

ღონისძიებები

14 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან.

Tbilisi Open Air 2019 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, „მწვანე ოთახი“, სულ 70-მდე შემსრულებელი.

შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ფესტივალის განხორციელების პროცესში არსებულ საორგანიზაციო საკითხებსა და გამოწვევებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • მასშტაბური პროექტის მენეჯმენტი;

  • ფესტივალის სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე;

  • ფესტივალის შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები;

  • ფესტივალის საკომუნიკაციო სტრატეგია.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან აჩიკო გულედანი (ფესტივალის დამფუძნებელი), ვახო ბაბუნაშვილი (ფესტივალის დამფუძნებელი) და ირაკლი ნადარეიშვილი (ფესტივალის გენერალური პროდიუსერი).

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

Tbilisi Open Air 2009 წელს AltervisionGroup-ის ინიციატივით შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, სულ 1000-მდე არტისტი.

დრო: 14 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები