ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი: „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“

ახალი ამბები

СSR კვირეულის ფარგლებში 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი-შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომელსაც კლუბის სამდივნოს წევრი სალომე ზურაბიშვილი გაუწევს ფასილიტაციას. თემის ირგვლივ ფართო დისკუსიაში ჩაერთვებიან როგორც CSR კლუბის წევრი ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა შეუძლებელია ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე. მათი იმპლემენტაცია არა მხოლოდ მსოფლიოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად არის საჭირო, არამედ ბიზნესს ეხმარება, იყოს უფრო პასუხისმგებლიანი და, შესაბამისად, მზარდიც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნების არსის სწორად გაგება და იმის გააზრებაც, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს ჩაერთოს მიზნების მიღწევის საქმიანობაში და როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი საკუთარი წარმატებისთვის.

CSR კვირეულის ფარგლებში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ორგანიზებით წელს 26-29 სექტემბერს გაიმართება, უკვე გაიმართა დისკუსია-ლანჩი ქალთა გაძლიერების საკითხებზე და მასტერკლასი შშმ პირების დასაქმების პერსპექტივებზე. ამასთან იგეგმება წევრების საერთო კრება მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე.

ბანერები