ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა შვეიცარიელ ქართველოლოგთან, პიანისტთან და ეთნომუსიკოლოგთან, ილიაუნის საპატიო დოქტორთან, თომას ჰოიზერმანთან

ღონისძიებები

4 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა შვეიცარიელ ქართველოლოგთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან, თომას ჰოიზერმანთან.

შეხვედრის თემაა: ტრადიციულ და კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებული ქართულ-შვეიცარიული პროექტები.

შეხვედრას გაუძღვება ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო მახარაძე. საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ: თომას ჰოიზერმანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდენტები.

თომას ჰოიზერმანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/ge/iliauni/sapatio-doqtorebi/tomas-hoizermani

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები