ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ღონისძიებები

18 ოქტომბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – საქართველოს ბანკი.

დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს ბანკის შემოთავაზების შესახებ და საშუალება ექნებათ, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე.

შეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დრო: 18 ოქტომბერი, პარასკევი, 13:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები