ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა სამეცნიერო ბაზის Wiley წარმომადგენელთან

ღონისძიებები

28 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ბაზის Wiley წარმომადგენელთან თემაზე: ''Wiley Online Library for finding research papers to read and journals to publish your own work''. 

Wiley Online Library აერთიანებს რვა მილიონზე მეტ სამეცნიერო სტატიას 1600 დასახელების მაღალი იმპაქტფაქტორიანი სამეცნიერო ჟურნალიდან და მოიცავს მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებას.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დასწრება თავისუფალია.

2019

ბანერები