ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორთან – BOOSTER TALKS

ღონისძიებები

30 ივნისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი, PHD და ილიაუნის ლექტორი გრიგოლ ჯულუხიძე.

საგარეო პოლიტიკის საბჭო დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. 2018 წლიდან საბჭოს მისიაა მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება და ამ კვლევებზე დაყრდნობით პოლიტიკოსებისთვის ინოვაციური, პრაქტიკული რეკომენდაციების შეთავაზება.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს.

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხს – 

თანამედროვე ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი უნარები და გამოწვევები.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 29 ივნისის 23:59 საათისა.

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

დრო: 30 ივნისი, 15:00 საათი

სარეგისტრაციო ფორმა

ბანერები