ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა რევაზ ტატიშვილთან

ღონისძიებები

2 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანია Recognizer Group GmbH-ის მონაცემთა მეცნიერთან, რევაზ ტატიშვილთან.

მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება – ეს ის ტექნოლოგიური მიმართულებებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მომავალს შეცვლის, შეამცირებს რისკებსა და დანახარჯებს, ამასთან დაგვეხმარება ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, დროის, დაზოგვაში.

მონაცემთა ანალიზის საშუალებით შესაძლებელია მილიონობით ინფორმაციის ფილტრაცია და დაჯგუფება.

იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ფაქტი გახდეს საჯარო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორი სიამოვნებით მასპინძლობს გერმანიის მასშტაბით მონაცემთა ანალიზზე, დინამიური პროცესების მოდელირებაზე, ანომალიების ამოცნობასა და ოპტიმალურ მართვაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Recognizer Group GmbH-ის ქართველ მონაცემთა მეცნიერს რევაზ ტატიშვილს.

შეხვედრაზე დემონსტრირებული იქნება რთული და მრავალკომპონენტიანი

სისტემიდან შეგროვებული ქაოტური და არაზუსტი ინფორმაციის პირველადი ორგანიზებისა და დაჯგუფების, წმენდისა და სტატისტიკური დამუშავების, ასევე ანალიზისთვისა და ახალი ცოდნის გენერირებისთვის მომზადების მეთოდები და ხერხები.

  • პრეზენტაციის ფარგლებში აღწერილი მოცულობითი ამოცანის გადაჭრა დემონსტრირებული იქნება კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.
  • Data Science მეთოდების რეალიზაციისთვის და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ იქნება Python, Pandas, Scikitlear, Matplotlib ტექნოლოგიები.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://goo.gl/forms/cpE1Zkc9mgZKBq7o1

დრო: 2 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები