ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ქალთა მოძრაობის აქტივისტებთან

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მოძრაობის აქტივისტებთან. თეო ხატიაშვილი, ნინო დანელია, ბაია პატარაია და სალომე ბენიძე ისაუბრებენ ქალთა უფლებების ამჟამინდელ მდგომარეობაზე საქართველოში, ქალთა მოძრაობის გეგმებზე და 25 ნოემბრის აქციის მიზნებზე.

ქალთა მოძრაობა 2014 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მისი მიზანი ქალზე ძალადობის წინააღმდეგ გენდერული თანასწორობისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა. ქალთა მოძრაობა სამოქალაქო ინიციატივაა და მასში გაწევრიანება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

შეხვედრის დრო: 24 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

ბანერები