ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა პროექტების მართვის უპირატესობების შესახებ

ღონისძიებები

24 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პროექტების მართვის უპირატესობებისა და პროექტების მენეჯერების მოთხოვნასთან დაკავშირებით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

ღონისძიება გაიმართება პრეზენტაციის ფორმატში.

მომხსენებლები:

თამთა ბასილაია – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტების მართვაში (2014 წ.), PMP სერტიფიკატის მფლობელი, PMI-ის (პროექტების მართვის ინსტიტუტის) საქართველოს წარმომადგენლობის წევრი;

დავით კიკვიძე – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტების მართვაში, PMI-ის (პროექტების მართვის ინსტიტუტი) საქართველოს წარმომადგენლობის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამშენებლო კომპანიის „მეტტა“ პროექტების მენეჯერი, კომპანიის Hrlab დამფუძნებელი;

ბექა ჭულუხაძე – პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ჩართულობისა და მოხალისეობის მიმართულების დირექტორი; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრი, PMP სერტიფიკატის მფლობელი, „თიბისი ლიზინგის“ საოპერაციო დეპარტამენტისა და პროექტების მართვის ოფისის ხელმძღვანელი.

დრო: 24 ივნისი, ხუთშაბათი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები