ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა პოლონური ორგანიზაციის Perspektywy Education Foundation წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

28 თებერვალს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში  გაიმართება შეხვედრა პოლონური ორგანიზაციის Perspektywy Education Foundation წარმომადგენლებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავს კონფერენციაში „The Perspektywy Women in Tech Summit“ მონაწილეობის მსურველთათვის ინფორმაციის მიწოდებას. კონფერენციის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქალების ჩართულობას STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) მიმართულებით. კონფერენცია  2-3 დეკემბერს ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართება.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://womenintechsummit.pl/.

დრო: 28 თებერვალი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები