ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (’ა’ კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32) ეწვევიან პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიების დროს მომხსენებლები ისაუბრებენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სტიპენდიების შესახებ, რომელიც პოლონეთში სწავლების გაგრძელების შესაძლებლობას და სწავლების სრულ დაფინანსებას ეხება.

სტიპენდიები განსაკუთრებით დააინტერესებს შემდეგი სპეციალობების ბაკალავრ, მაგისტრ და დოქტორანტ სტუდენტებს:
•    ეკონომიკა და მენეჯმენტი,
•    ადმინისტრაცია/მენეჯმენტი (მაგ.: ბიზნეს ადმინისტრირება, არა-სამთავრობო ორგანიზაცია, კულტურა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა),
•    საჯარო ადმინისტრირება (ადგილობრივი თვითმართველობის ჩათვლით),
•    სამართალი,
•    სოციალური მეცნიერებები (სოციალური პსიქოლოგია, სოციოლოგია),
•    პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები,
•    განვითარება და ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიკა,
•    ეკოლოგია და გარემოსდაცვა, მეტყევეობა,
•    ტექნიკური მეცნიერებები.
   
საელჩოს გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან სტიპენდიების რაოდენობა იზრდება და იგი წელიწადში 30 სტუდენტს დააფინანსებს. სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს პოლონური ენის ცოდნა. პოლონური ენის კურსები უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ (პოლონური ენის კურსზე დარეგისტრირებისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის ენების ცენტრს: ჩოლოყაშვილის #3, E - კორპუსი, II სართული, ოთახი №230)

სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პოლონეთის საელჩოს თბილისში.

საკონტაქტო პირი: ლეხ კონჩაკი, პოლონეთის საელჩო თბილისში
ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 19
ტელეფონი: 92 03 98.

Agenda; Scholarships to Poland.

ბანერები