ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონებთან

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 9 ივნისს, 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E კორპუსი, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი; მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5. ვაკის პარკთან) საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები: რამაზ ნოზაძე, ნესტორ ხერგიანი, ნინო სალუქვაძე, გიორგი ასანიძე, რომან რურუა, რევაზ მინდორაშვილი და სხვები სტუდენტებს შეხვდებიან.

შეხვედრის მიზანია ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობა ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში და ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან ”საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი” და ”საქართველოს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთა კლუბი”.

ბანერები