ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა NOVA-ს წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ღონისძიებები

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია NOVA (www.NOVA.ge   www.AVZI.ge    www.SAXURAVI.ge) ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მოქნილი გრაფიკით და კონკურენტული ანაზღაურებით.

21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში კომპანია NOVA-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას კომპანიისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. დაინტერესებულ კანდიდატებს კი ადგილზე გაესაუბრება შერჩევის მიზნით.

შეხვედრა დააინტერესებთ მოქნილი გრაფიკით დასაქმების მსურველ ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.

გთხოვთ, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.

დრო: 21 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N⅗), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019

ბანერები