ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა მწერალ ირენ ნიგთან ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში

ღონისძიებები

2 მაისს, 18:30 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი ლიხტენშტაინელ მწერალს, ირენ ნიგს, მასპინძლობს.

ირენ ნიგი ცნობილი ავტორია, რომლის შემოქმედება არაერთი ევროპული ლიტერატურული ჯილდოთი აღნიშნულა, მათ შორის ევროკავშირის ლიტერატურული პრემიით (2011 წ.). მისი სტუმრობა საქართველოში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ლიხტენშტაინის საელჩოს (ვენაში) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

მწერალი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან „Man wortet sich die Orte selbst“ და რამდენიმე ჯერ გამოუქვეყნებელ პროზაულ ტექსტს. პარალელურად შემოგთავაზებთ ტექსტების ქართულ თარგმანსაც.

დრო: 2 მაისი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. #3) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

 
ბანერები