ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა მთარგმნელ თამარ კვიჟინაძესთან

ღონისძიებები

21 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თამარ კვიჟინაძესთან შეხვედრაზე.
მთარგმნელი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, თარგმნის პროცესზე და მის თანმდევ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

თამარ კვიჟინაძეს ნორვეგიული ენიდან თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“, ერლენდ ლუს „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ და სხვ.

დრო: 21 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭვაჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები