ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ლიტველ პროფესორთან

ღონისძიებები

2013 წლის 3 აპრილს, 15:00 საათზე (E213), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უმასპინძლებს ვილნიუსის თეატრის, მუსიკის, კინო და  ტელევიზიის აკადემიის პროფესორს, კინორეჟისორსa და კინოსცენარისტს - გიედრე ბეინორიუტეს.

გიედრე ბეინორიუტე - რეჟისორი და სცენარისტი. დაიბადა 1976 წლის 23 აგვისტოს. 2002 წელს დაამთავრა ლიტვის თეატრის, მუსიკის, კინოს და ტელევიზიის აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში. მას  გადაღებული და დაწერილი აქვს სცენარი 7 მხატვრული, მოკლე და საშუალო მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის. მისი ფილმები აღიარებულია როგორც ლიტვაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ასევე მუშაობდა პროდიუსერად. ასწავლის სცენარის წერასა და რეჟისურას თეატრის, მუსიკის, კინოს და ტელევიზიის აკადემიაში. არის ლიტვის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

მასთან შეხვედრის მეორე დღიდან, კერძოდ 4,5,8 და 10 აპრილს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“, პროფესორი გიედრე ბეინორიუტე, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით, გთავაზობთ თანამერდოვე ლიტვური კინოს საღამოებს. დასწრება თავისუფალია.

ბანერები