ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ლიტველ პოეტთან, ტომას ვენცლოვასთან

ღონისძიებები

29 მაისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მკითხველის შეხვედრა  ტომას ვენცლოვასთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. შეხვედრის შემდეგ ტომას ვენცლოვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. 

ტომას ვენცლოვას შესახებ

ტომას ვენცლოვა არის ლიტველი პოეტი, მწერალი, მეცნიერი, ფილოლოგი და მთარგმნელი. იგი მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში; იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ხუთ დამფუძნებელს შორის. 1977 წელს აიძულეს, ემიგრაციაში წასულიყო. მისი ემიგრაცია და ცხოვრება აშშ-ში განსაკუთრებულად უკავშირდება ორი მისი მეგობრისა და პოეტის, ჩესლავ მილოშისა და იოსიფ ბროდსკის სახელებს. ტომას ვენცლოვა 1980 წლიდან იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულსა და პოლონურ ლიტერატურას. ამჟამად, ამავე უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. არის ბოდლერის, ელიოტის, მანდელშტამისა და სხვათა მთარგმნელი ლიტვურ ენაზე.

მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, ლიტვის ეროვნული ჯილდო, პეტრარკას პრემია, ვილენიკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. ის არის 60-მდე წიგნის ავტორი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.

ტომას ვენცლოვას ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. 

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) 

დრო: 29 მაისი, 19:30 საათი 

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები