ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა კვლევითი პროექტების კონკურსთან დაკავშირებით

პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ აცხადებს  კონკურსს რეგიონულ კვლევით პროექტებზე სოციალურ მეცნიერებებში. რეგიონულ პროექტებში იგულისხმება ერთობლივი ქართულ- სომხური პროექტები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ქართულ და სომხურ კვლევით ინსტიტუტებს/ორგანიზაციებს შორის. პროექტები უნდა ესადაგებოდეს შემდეგ თემებს:

1.რეგიონული თანამშრომლობა და უსაფრთხოება;
2.აქტორები და ინსტიტუტები- შედარებითი მიდგომა.

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ascn.ch/en/research/Open-Calls/Regional-Call-2013.html

საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით ჩატარდება 2013 წლის 19 სექტემბერს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში. პოტენციურ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ კითხვები აპლიკაციის, ბიუჯეტის თაობაზე, პროექტის სამეცნოერო ნაწილზე და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
კითხვებს უპასუხებენ პროგრამის კოორდინატორი დენის დაფლონი და პროგრამის საქართველოს სამსახურის კოორდინატორი, გიგა ზედანია.
შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ი .ჭავჭავაძის 32. აუდიტორია 101.

ბანერები