ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის პროფესორთან, გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, კორტ ანდერსონთან

ღონისძიებები

5 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, კორტ ანდერსონთან.

საუბრის თემა: ინვაზიური ეკოსისტემები - ბიომრავალფეროვნების გამდიდრება თუ ეკოლოგიური საფრთხე?

შეხვედრაზე განხილული იქნება ინვაზიური სახეობების ეკოლოგია და ინვაზიებთან დაკავშირებული პოლიტიკა. განიხილება მაგალითები მცენარეთა, ცხოველთა და მოკრობების სამყაროდან; ასევე მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდები და მათი გამოყენების გზები ინვაზიების მონიტორინგისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შეხვედრის დრო: 5 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები