ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა კომპანიის SavvY წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS

ღონისძიებები

9 ივნისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის SavvY მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა.

SavvY, ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია,2015 წელს დაფუძნდა. კომპანია კონსულტაციას უწევს ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: მაკდონალდს საქართველო, PSP ფარმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, GMT სასტუმროები და ა. შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

BOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. 

მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხს:

თანამედროვე ქართული კომპანიები და მათი უნარი კრიზისებთან გამკლავების დროს.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 8 ივნისის 23:59 საათისა. 

შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. 

დრო: 9 ივნისი,15:00 საათი

სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები