ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა კომპანიასთან "ჰოლო" - სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

14 დეკემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში გაიმართება კომპანია „ჰოლოსთან“ შეხვედრა.

კომპანია „ჰოლო“ ეძებს ახალ თანაგუნდელს გაყიდვების მიმართულებით.

ჰოლო არის ინოვაციური მედია პლატფორმა, რომელიც ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებს იყენებს მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებისათვის. ათობით ლოკაციაზე კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ვიზუალიზაცია მოახდინონ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელზე ჰოლოგრამული სახით.

ჰოლოს სერვისებით უკვე სარგებლობენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ვაკანსიის შესახებ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/Q68b49

დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ფაბლაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, I სართული.

 

ბანერები