ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა კომპანია Zcrowd.Fund-ის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

20 მარტს, სამშაბათს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა კომპანია Zcrowd.Fund-ის წარმომადგენლებთან. Zcrowd.Fund პირველი ქართული სტარტაპია საჯარო დაფინანსების, ანუ Crowdfunding-ის მიმართულებით.

კომპანია გაგაცნობთ მსოფლიოში პირველ საჯარო მოპოვების (crowd mining) კონცეფციას, რომელიც დამფინანსებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსურად,მაგრამ ფულის მიცემის გარეშე, დაეხმარონ მათთვის სასურველ პროექტებს, ეს მოდელი ითვალისწინებს ქველმოქმედებისათვის მხოლოდ კომპიუტერული ენერგიის დათმობას.

კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე, კრიპტოვალუტებზე, მაინინგსა და მათ კავშირზე Crowdfunding-თან.

Crowdfunding არის ქველმოქმედების მეთოდი, როდესაც უამრავი ადამიანი მცირედი შეწირულობით აფინანსებს ამა თუ იმ პროექტს. საჯარო დაფინანსება, როგორც წესი, ინტერნეტის მეშვეობით ხდება. 

კომპანია იყენებს ტრადიციულ საჯარო დაფინანსების მოდელსაც, რომლის მეშვეობითაც დამფინანსებლებს შეუძლიათ, პროექტებს გადაუგზავნონ კრიპტოვალუტები.

ამჟამად პლატფორმაზე კრიპტოვალუტა მონეროსა და CoinHive-ის JAVA Script-ს იყენებენ. დამფინანსებლები ირჩევენ სასურველ და საინტერესო პროექტს, რომელშიც „აბანდებენ“ CPU ენერგიას. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული კრიპტოვალუტის (XMR) 30% CoinHive-ის საკომისიო შეადგენს, Zcrowd.Fund კი მიმდინარე ეტაპზე არანაირ საკომისიოს არ იღებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.zcrowd.fund

მოდი შეხვედრაზე და გაიგე უფრო მეტი კრიპტოვალუტებსა და მათ შესაძლებლობებეზე.

დრო: 20 მარტი, 16:00 საათი

ადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ( ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თვაისუფალია.

ბანერები