ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

23 მაისს,17:00 საათზე, კომპანია SOLVIT-ის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას და გააცნობენ მათ ინფორმაციას ვაკანსიების, სტაჟირებებისა და პროექტების შესახებ.

კომპანია SOLVIT 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ახორციელებს IT სერვისებს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. SOLVIT არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური და ეფექტური ბიზნესის გადაწყვეტილებების მიღებაზე, თვალს ადევნებს უახლეს ტექნოლოგიურ ტენდენციებს და კომპანიებს სთავაზობს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ და ინოვაციურ მიდგომებს.

კომპანიის ძლიერი მხარეა ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კარგ გუნდს ქმნიან, არამედ საუკეთესო პროფესიონალები არიან. სწორედ ამიტომ 2013 წლიდან SOLVIT-მა შეძლო ბევრი ინოვაციური და რთული პროექტის წარმატებით განხორციელება.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები