ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ინტელის წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

გაინტერესებთ, რა ახალ საშუალებებს გთავაზობთ ტექნოლოგიები? შემოუერთდით კომპანია ინტელის წარმომადგენლებს 16 აგვისტოს, 10:30-12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში და გაიგეთ, თუ როგორია ტექინდუსტრიაში მუშაობა და რა გამოცდილების დაგროვება შეგიძლიათ. გაიგეთ კარიერის სხვადასხვა გზის შესახებ ტექნიკურ და არატექნიკურ სფეროებში, როგორებიცაა: ინჟინერია, დიზაინი, მარკეტინგი და მოდა. სტუმრები გაგიზიარებენ პრობლემების გადაჭრის გზებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე როგორ შეცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ინტელის წარმომადგენლები ისაუბრებენ, რას ნიშნავს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობა და როგორ გაიარეს მათ გზა წარმატებამდე. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.

დრო: 16 აგვისტო, 10:30-12:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები