ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავით თარხნიშვილთან

ღონისძიებები

14 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავითთარხნიშვილთან.

სლაიდ-შოუ თემაზე: ამერიკის შეერთებული შტატების ბუნება

ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ალექსანდრე გავაშელიშვილმა, 1990 წლიდან მრავალი თვე გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას მოვლილი აქვს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი - კლდოვანი მთები, პრერიები, ტყეები - და ფლობს მრავლისმომცველინფორმაციას ამერიკის ბუნების შესახებ. პროფესორი დავით თარხნიშვილი კი სულ ორჯერაა ნამყოფი ამერიკაში, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ ადგილას - წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში. მომხსენებლები ისაუბრებენ ზოგადად ამერიკის ბუნებაზე,იმაზე, თუ რით განსხვავდება ის ჩვენთვის უკეთ ნაცნობი ევროპისა და დასავლეთი აზიის ბუნებისგან, რა საერთოა კოლხეთისა და ამერიკის ტენიან ტყეებს შორის, და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე.

დრო: 14 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები