ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, გრიგოლ ღოღობერიძესთან

ღონისძიებები

28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ასოცირებულ პროფესორთან, ბატონ გრიგოლ ღოღობერიძესთან.

ლექციის თემაა: „ტურბულენტობა - კლასიკური ფიზიკის გადაუჭრელი პრობლემა“

ხშირად ამბობენ, რომ ტურბულენტობა კლასიკური ფიზიკის მთავარ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. მოხსენებაში განხილული იქნება ტურბულენტური მოძრაობის ძირითადი თვისებები და ის მიზეზები, რომლებიც პრობლემის სირთულეს განაპირობებს; ასევე განხილული იქნება მაგალითები, რა გავლენას ახდენს ტურბულენტობა ისეთ ბუნებრივ მოვლენებზე, როგორებიცაა ტორნადოს ფორმირების წინ ინფრაბგერის გენერირება, მზის არის გაცხელება და ასე შემდეგ.

დრო: 28 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები