ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან

ღონისძიებები

5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან, ახალგაზრდა ავტორებთან – დავით გორგილაძესა და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან.

შეხვედრის თემა: კამპანიის „კაცები ზრუნავენ" მიზნები, ამოცანები და გამოწვევები. 

კაცები ზრუნავენ/ Men Care გლობალური კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო კამპანიას 2016 წლიდან შეუერთდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.


დრო: 5 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები