ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, გიორგი ჯაფარიძესთან

ღონისძიებები

30 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, ბატონ გიორგი ჯაფარიძესთან.

საუბრის თემა: “ჰელიკური გამტარები – მომავალი ათწლეულების ნანოელექტრონიკის მასალა”
 
ერთგანზომილებიანი ჰელიკური გამტარები წარმოადგენენ ელექტრონული მატერიის ახალ ფორმას, რომელშიც ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტის (სპინის) მიმართულება ცალსახად განისაზღვრება ელექტრონისავე მოძრაობის მიმართულებით. მაგნიტური და ელექტრული თვისებების ამგვარი მჭიდრო გადაჯაჭვულობა განაპირობებს მასალის უნიკალურ თვისებებს, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად ვლინდება ნანოსტრუქტურულ სისტემებში.

მიჩნეულია, რომ ჰელიკურ გამტარებს უნიკალური გამოყენებითი პოტენციალი აქვთ, რის გამოც მათ მიაკუთვნებენ მომავალი ნანოელექტრონიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მასალათა ჯგუფს.

მოხსენებაში მიმოხილული იქნება ნანოსტრუქტურული სისტემები და მათი უჩვეულო თვისებები. ასევე - ის თავისებურებანი, რაც ჰელიკურ გამტარებს განსაკუთრებით საინტერესო ობიექტებად წარმოაჩენს.

შეხვედრის დრო: 30 აპრილი 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5)

დასწრება თავისუფალია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები