ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა გერმანელ პროფესორთან, კარლ შლოგელთან

ღონისძიებები

1-ლ ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა გერმანელ პროფესორთან, კარლ შლოგელთან.

ფრანკფურტ-ოდერის ევროპული უნივერსიტეტის (ვიადრინა) აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი, კარლ შლოგელი, ავტორი და გამომცემელია არაერთი წიგნისა, მათ შორის: "მოსკოვის წაკითხვა. ქალაქი, როგორც წიგნი"; "ნიჟნის სასწაული ანუ ქალაქების დაბრუნება";"დიდი ექსოდუსი. რუსული ემიგრაცია და მისი ცენტრები 1917-1941 წლებში";"GO EAST ანუ აღმოსავლეთის ხელმეორედ აღმოჩენა" ; "ტერორი და ოცნება. მოსკოვი 1937".

დრო: 1 ნოემბერი, 19:00 საათზე
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ.წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები