ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ფონდთან „ორბელიანი საქართველო“ როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება პროექტისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 ივლისს, 17:00 საათზე, უმასპინძლებს ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებიც კორპორაციული პასუხისმგებლობის, სოციალური პროექტებისა და Crowdfunding-ის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

თუ სოციალური პროექტები გაინტერესებს, ინოვაციური იდეების ნაკლებობასაც არ უჩივი, მაგრამ მათი განხორციელების რეალური გზები ჯერ კიდევ ვერ გიპოვია, მაშინ ეს ტრენინგი შენთვის არის.

ტრენინგზე გაიგებ:

  • რას ნიშნავს სოციალური პროექტები;
  • რა არის ქრაუდფანდინგი (crowdfunding) და როგორ შეიძლება განხორციელდეს ინოვაციური იდეები;
  • საგრანტო შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გთავაზობს „ორბელიანი საქართველო“ და USAID;
  • მიმდინარე კონკურსებისა და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ.

სპიკერები:

  • ანუკი ხონელიძე, „ორბელიანი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • მარიამ მიროტაძე, ამავე საზოგადოების პროექტების მენეჯერი.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

დრო: 9 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  უნილაბის სივრცე (ილიაუნის ტექნოლოგიის კორპუსი)

2022 წელი

ბანერები