ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა ერლენდ ლუსთან

ღონისძიებები

30 მაისს, 19:00 საათზე, ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და სცენარისტი, ერლენდ ლუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ მკითხველებს შეხვდება. შეხვედრას გაუძღვება მთარგმნელი დავით გაბუნია.

ერლენდ ლუს წიგნები მსოფლიოს 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ქართველი მკითხველი მას „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნით, „ნაივური სუპერით“, იცნობს.

ერლენდ ლუ თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალის მოწვევით ჩამოდის და ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
გელით მათ, ვისაც მის წიგნები წაგიკითხავთ და გიყვართ, და მათაც, ვინც ჯერ არ იცნობთ მის შემოქმედებას. წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გელით! შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართება.

დრო: 30 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101

ბანერები